სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
2020-11-04 - პროექტი ,,ჩვენ- მწვანე აბაშისათვის"

აბაშის მუნიციპალიტეტში პროექტის „ჩვენ - მწვანე აბაშისთვის“ ფარგლებში, სხვადასხვა ადგილზე 300 ძირი წიწვოვანი ხე დაირგო.

გამწვანების აქციაში შშმ პირთა ორგანიზაცია „სიკეთის მაძიებელის“ ხელმძღვანელთან და პროექტის ავტორთან, ირაკლი ჭანტურიასთან ერთად მონაწილეობდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ახალგაზრდები.

ასევე პროექტის ფარგლებში მაცხოვრისკარის ტაძარს, ძვ.აბაშისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებს მცენარის შესაწამლი პრეპარატები, ბალახის სათიბი მანქანები და სოფლის მეურნეობის სამუშაო იარაღები გადასცეს.

გამწვანების აქციის მიზანია მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება, დაცვა და მის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანა.

პროექტი „ჩვენ - მწვანე აბაშისთვის“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში“ პროექტის ფარგლებში.